.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
18:23
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში


მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა -
დაუსრულებელ ნეტარების წმინდა ღამეში
ბებერი თუთა სიყვარულზე, რომ მიამბობდა.
ორქიდეების სინაზეთი განებივრებულს,
ყოველი დილა სასწაულად მეჩვენებოდა
და მიხაროდა თბილი სხივით გამოღვიძებულს
ფაქიზი გრძნობაც ყვავილივით, რომ იშლებოდა.
ყველა მიყვარდა და მჯეროდა ყველა ნათელის -
გაძარცვულ ბაღში მწუხარებით თვლემს შემოდგომა,
მე დავიბადე გვირილების კორიანტელში
და ალუბლების ყვავილების აკვანი მქონდა.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 971 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]