.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 26 » ლოცულობს მწირი
14:32
ლოცულობს მწირი

მიუვალ მთებში მიყუჟულ საყდარს 
მეუდაბნოე ღამეებს უთევს, 
გამოელევა კანდელში ზეთი, 
მოვა წყვდიადი და დაიბუდებს. 
ყურში ჩაესმის ზარების რეკვა 
და ანგელოსთა ფრთების შრიალი, 
უკუნ ღამეში ლოცულობს მწირი 
ღაწვზე ჩამოსდის ცრემლი თქრიალით. 
მიუვალ მთებში,სადაც ქარები, 
და თვალბრიალა არწივებია_ 
ლოცულობს მწირი...მაგრამ გოჯითაც 
ცოდვილ მიწას ვერ ასცილებია.

ავტორი უცნობი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 862 | დაამატა: | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]