.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ
01:46
ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ

ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა…"
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 893 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]