.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ქალო, მარტოსულო...
23:22
ქალო, მარტოსულო...

ძოწისფრად ალეწილხარ...ქალო, მარტოსულო...
თვალებში ჩაგდგომია სიმშვიდის გაოცება,
ფრესკის წინ დამდგარი...ცრემლებით ლოცულობ...
ეგ შენი ღიმილი დარდმა რად მოცელა.
გიმზერ და...მგონია სამყარო ბობოქრობს...
და შენი სინაზეც ქარს მიაქვს აფრებად,
ო,ღმერთო...მაისში როგორ თოვს,როგორ თოვს...
დღეს შენი სურნელით...სიფხიზლეც დათვრება.
სიჩუმით ხმაურობ...ქალო,მარტოსულო...
ამაყად დაივლი მდუმარე ვერანდებს....
ჰეი,სერაფიტო..ძევახის ასულო...
რატომღაც დღეს ჩემს სულს...შენ
შ ე მ ო ე ნ ა ტ რ ე.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 932 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 nona  
0
mshvenieri leqsia.momwons...n.kolxi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]