.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » კიდევ ერთი დღე
22:43
კიდევ ერთი დღე

ეს დღეც დაღამდა.კიდევ ერთი დღე, 
ნაცრისფერიდა ჩვეულებრივი; 
ერტხელაც ვცადე_ვერ მოვახერხე, 
ვერ გავარღვიე მაინც ჯებირი. 
დღესაც არავის ესმოდა ჩემი, 
(ვისაც ესმოდა,მიწაში იწვა), 
კაცის ფიქრივით შავი და მძიმე 
თავის წიაღში მიხმობდა მიწა. 
მე ხსნას ზეცაში ვეძებდი მაინც 
მაგრამ გაფრენა ვერარ გავრისკე 
და თანაგრძნობით ვუმზერდი.როგორ 
იღუნებოდა ქარში ალვის ხე. 
ირვენთებოდა ქაღალდზე ლექსი, 
ჩემი დაღლილი სულის ნაწილი, 
დათავზე მედგა ჰამლეტის ლანდი, 
როგორც დილემა ყოფნა-არყოფნის. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1035 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]