.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » იმ ერთ აპრილად
01:27
იმ ერთ აპრილად

იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე, 
გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,
ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,
განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.
არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,
იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....
გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი
და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.
ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,
მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.
თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,
ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 971 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]