.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » გვიანი მგზავრი (ნ.კოლხი)
21:25
გვიანი მგზავრი (ნ.კოლხი)

მიდიხარ მარტო ნისლიან თქორში 
გზადაკარგული მგზავრი გვიანი, 
გაბეზრებული წვიმით და თოშით, 
ფერდაკარგული დანაღვლიანი. 

შენ ჩაგიარა ცხოვრებამ გვერდით, 
სხვა დრო და სივრცის გახდი ხიზანი 
და ნატყვიარი თუ გტკივა მკერდი, 
ზეცისკენ გიხმობს სული მისანი. 

მზისკენ გაიწვდი გაყინულ ხელებს, 
არ დაგანებებს ჟამი_ასპიტი 
და დრო და სივრცე მაინც გახელებს, 
რადგან თავის გზით მიდის და მიდის. 

გაეკიდები მღვრიე გაზაფხულს 
და შროშანების ზანზალაკებით 
ზარს დაარისხებ...სივრცეს დაზაფრულს 
ყინულს შეამსხვრევ და...განახლდები. 

ქარი გიმღერებს სულ სხვა არიას , 
მზე ჩამოუშვებს სხივთა ნიაღვარს 
და ეს ცხოვრება თუ სიზმარია_ 
მარადისობა გადაგინახავს; 

და ის ტკივილი დღემდე რომ დაგდევს 
და რწმენა,სულსი მაინც რომ ბჟუტავს, 
ასე გაგყვება სულ,სიკვდილამდე, 
როგორც ქრისტე და როგორც იუდა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 968 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]