.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » გუშინაც ვიჯექი შენი გულის კარებთან. . .
12:43
გუშინაც ვიჯექი შენი გულის კარებთან. . .


იცი?
გუშინაც ვიჯექი შენი გულის კარებთან. . .
ვიღაცამ გაიარა და საცოდავად შემომხედა ესეც გაჭირვებულიო. . .
დახმარება ხომ არ გინდათო. . .
არა ვერ შეძლებთქო და წავიდა. . .
მერე შენ მოხვედი. . .
ზუსტად მარცხენა ხელის ბოლო ორ თითზე დამაბიჯე ფეხი და შეხვედი სახლში. . .
მეტკინა. . . . არა თითები კი არა გული. . .
მერე სიცილის ხმა გამოდიოდა მგონი შენი. . . .
მეც ვიჯექი და ვუსმენდი. . .
თან თითებს ვიწვალებდი მტკიოდა. . .
მერე გამოხვედი და წახვედი. . .
იმის მერე გავიდა დღეები და მე ისევ იქ ვზივარ. . .
შენი გულის კარებთან. . .
მოდიან ხოლმე და შედიან კარებში. . . .
მე არც მიცდია. . . და არც ვცდი. . .
არ შევამტვრევ არ გატკენ გულს. . . .
უბრალოდ ვიჯდები მანამ სანამ ძალა მექნება. . . .
მერე თუ მოხვალ მომკიდებ ხელს და შემიყვან. . . .
თუ არა ავდგები და წავალ. . .
შოორს ძალიან. . . .შოორს!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1038 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]