.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 5 » გულში გიტოვებ
22:40
გულში გიტოვებ

ვინ არის ის ვინც არასდროს გტოვებს
და გულში წყენას არასდროს გიტოვებს
დე–და ეს სიტყვა ბევრის მთქმელია
და ეს სიტყვა მიწაზე ღმერთია
მას ვერ აბერებს თუნდ საუკუნე
და მის მოყოლილ ზღაპრებს
გულში გიტოვებს
მინდა ჩავეხუტო და მოვეფერო
ბავშვურად ვუთხრა:დედა, დედიკო
მინდა ფეხსაცმლით კვლავ ვიბაკუნო
და გვერდით მწოლი მამიკო გავაღვიძო
მინდა კვლავ მოვტყუვდე
რომ თოვლის ბაბუა არსებობს
და თოვლში ძმასთან ერთდ ის ავაშენო
მინდა დავყავდე ბაღიდან სახლში
და შინისკენ ვითვლიდე ნაბიჯს
მინდა კვლავ ვნახო მისი ცრემლები
როცა პირველად ლექსი მოვყევი
მინდა წამი გამოვყო და უფალს ვთხოვო
მომცეს რწმენა რომ დედა ვასახელო!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 896 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]