.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა
16:24
გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა

გთხოვთ ჩემ სიკვდილში დამნაშავე სცნოთ ქალი-ელვა,
ის ვინც უეცრად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში.
დაუკითხავად მიმოფანტა ჩემი სიმშვიდე
და გარდასული მომანატრა აწმყო- მყოფადში.

მოჩვენებაა,ალი არის, აზრი არა აქვს
ვით ქარის დევნა-მოხელთებას ტრიალ მინდორში...
ფრთიანი სიტყვა შეაჩერებს მხოლოდ და მხოლოდ,
ვით ვერცხლის ტყვია შეუცდომი ჩუბინის ხელში.

სიშლეგის ზღვაში თავზე ხელი მაქვს აღებული
და ამას ვითხოვ თუ ყინულის გულს ვერ ვაურვებ,
რომ ჩემს სიკვდილში დამნაშავედ სცნოთ ქალი ელვა,
ჩემს ცხოვრებაში ავბედითად გამოჩენილი.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]