.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » გაზაფხულმა გამოაღო დარაბები
19:51
გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

გაზაფხულმა გამოაღო დარაბები

სიყვარულში გამოუტყდა ტიტებს,

ახლა ჩემზე სულ არაფერს მოგიყვები

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

თბილის ქალაქს სამოთხის მზე ეფერება,

ყვავილებზე ჭკუას კარგავს რიყე,

არ გეტყვი რომ განშორება მეძნელებაა

აპრილია თავად უნდა მიხვდე...

არც კი ვიცი ამ ბილიკებს სად მივყავარ,

ენძელებმა მტკვარზე გადეს კიბე,

აღარ გეტყვი უსასრულოდ რომ მიყვარხარ,

აპრილია თავად უნდა მიხვდე..
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 973 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]