.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი
16:35
გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი

გაზაფხულია, კეკლუცობს მარტი,
ტიტების ზღვაში ჩაეშვა სევდა,
უშენოდ აპრილის არააქვს აზრი,
და სიყვარულიც ნელ-ნელა ცვდება.

გაზაფხულია, დაეტყო თბილისს
ჭრელი ფერებით ივსება ქუჩა,
ყოველ საღამოს ვარდების ბაღში,
სხვათა სიყვარულს ბოლო არ უჩანს.

გაზაფხულია, თუმც ჩემთან ცივა,
მე კვლავ იანვარს ვეტრფი მცხუნვარეს,
ხანდახან როცა სარკეს ჩავუვლი
შევეფეთები ოდნავ მუქ თვალებს.

წვიმს გაზაფხულზე, წვიმს სიყვარული,
ატმის ყვავილებს დაყვება ქარი,
მტკვრის შესართავთან არაგვისპირას
პაწაწკინტელა ოცნება ყვავის.

გაზაფხულია, მიყვარს მაისი
უზომოდ მიყვარს ვარდების სუნთქვა,
უშენოდ არ აქვს სიცოცხლეს აზრი,
მაგრამ სიყვარულს ბოლო არ უჩანს...
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 847 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]