.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » გამოტყდი: გიყვარს ავტოტი : მაკა ჯაიანი
01:51
გამოტყდი: გიყვარს ავტოტი : მაკა ჯაიანი

გამოტყდი: გიყვარს.
რომ არა ასე, არ მისცემდი მათრობელ სუნთქვას
განშორების მტკივნეულ ხელებს,
არ მოითმენდი გულისრევამდე საძულველ გზებზე
(სვლას არა!) სირბილს,
არ მიიტანდი ყელსმობჯენილ სულს სურვილამდე –
კვლავ, კიდევ ერთხელ ჩაიკარგო
ნანატრ მზერაში...
როგორ გიხდება აწეწილი თმების გვირგვინი
და ეგ სიწითლე, ანთებული უთვალავ სანთლად
(ბინდისფერ ცას რომ დაედება ატანილი ხარის თვალივით),
ტურფა რონინით,
სველ მკლავებში როცა ეშვები...
მოგონილია ყველა ზღუდე!
სიყვარულისთვის
არ დარჩენილა, მცირე თუნდაც,
ვერშეცნეული...
და, რა აზრი აქვს,
მ ზ ე დაგარქვეს ლამაზ სახელად თუ
ზ ღ ვ ა დ იწოდა ბობოქარი შენი რჩეული.

ავტოტი : მაკა ჯაიანი


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 888 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]