.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » გაქრება ყველა ზღაპარი ერთად
16:36
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად

გაქრება ყველა ზღაპარი ერთად,
მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები.
შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა,
და უსათუოუდ მოგენატრები.
და მერე მოვა სხვა გაზაფხული,
და თეთრ ფერებში შენ მოირთვები,
იდგება მხოლოდ უხმო წარსული,
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები...
და შეიცვლება აქ ბევრი რამე,
შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც,
სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე
და მე უსაზღვროდ გესაუბრები.
შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ,
არ ემონები უმიზნო ლოდინს
და დაივიწყებ მალე,სულ მალე,
რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის.
და შენ იქნები კვლავ ბედნიერი,
და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები,
მე კი დამრჩება შენზე ფიქრები
და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 794 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]