.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ერთ ძველ იგავში ასე წერია:
13:17
ერთ ძველ იგავში ასე წერია:


ერთ ძველ იგავში ასე წერია:
კაცი იესოს წინაშე წარსდგა,
ნაფეხურების სახით ქვიშაზე
მთელი თავისი ცხოვრება ნახა.
იესომ უთხრა: "ხედავ, შენს კვალთან
ნაფეხურების რიგია ერთი,
ეს მე ვიყავი, ცხოვრების გზაზე
თან დაგყვებოდი მორწმუნეს გვერდით.”
უეცრად კაცი ძლიერ აღშფოთდა:
"განსაცდელის დროს რატომ მტოვებდი?
აქ ნატერფალი მხოლოდ ერთია
ნიშნად, რომ ჭირში ვერა გპოვებდი.”
იესომ ტკბილად გასცა პასუხი:
"გზა ნავალია ერთ-ერთის ფეხით,
რადგან ცხოვრების მძიმე წუთებში
დაგატარებდი აყვანილს ხელით.”

კატეგორია: ♥რელიგია | ნანახია: 801 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]