.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ძალიან,ძალიან,ძალიან,დიდი გულით
17:08
ძალიან,ძალიან,ძალიან,დიდი გულით

ძალიან,ძალიან,ძალიან,დიდი გულით
ისეთი რომელიც მკერდში არ ეტევა,
უნდა შემოაღო მღერით ეს სამყარო,
სხვანაირად მოსვლა აქ არ ჩაგეთვლება.

ეს შენ მოლოდინში ათენ -აღამებენ,
ვისაც იმედი და რწმენა არ ეთმობა,
მოდი,მოდი,მოდი,მოდი სიყვარულო,
მოდი უშენობით აქ რა გაეწყობა.

ლოცვით მუხლმოყრილი ღვთისმშობლის წინაშე,
ვვედრი არ შეყოვნდეს შენი გაცხადება.
ვიცი უცილობლად ეს ასე იქნება, 
შენ მოხვალ და ღამეც უმალ განათდება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 898 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]