.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 8 » დილა არის ახალი წლის
10:40
დილა არის ახალი წლის


თუმცა მიწას თოვლი ფარავს
და მზის სხივით აღარ იწვის,
გულში მაინც ცეცხლი ელავს,
დილა არის ახალი წლის.
გაყინულა ნაკადული,
წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;
გულს კი მაინც ზეიმი აქვს -
დილა არის ახალი წლის.
ხეზე ჩიტი დაღვრემილა,
თითქოს ფრენა აღარ იცის,
გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -
დილა არის ახალი წლის.
გაძარცულა ხის ტოტები,
ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;
გულს კი თითქოს სიო არხევს -
დილა არის ახალი წლის.
ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,
გული სახლში აღარ იცდის;
მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -
დილა არის ახალი წლის.
ჩვენი თოვლის ბაბუა
ნეტავ რად არ ჩანს,
შორი გზიდან მომავალი
ალბათ არსად ჩანს.
შორი გზიდან მომავალი
ჩვენ გველოდება.
შემოვა და კმაყოფილი
ჩვენთან დარჩ ება 
კატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 | ნანახია: 1037 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]