.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 13 » დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ
15:14
დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ

დიდი ხნის თანაცხოვრების შემდეგ ბევრ ოჯახს გონია, რომ სიყვარული ჩამოტოვეს უკან. ვიღაც შორდება, ზოგიერთები კი ასე ცხოვრობენ - სასოწარკვეთილებაში, ხან ღალატობენ პარტნიორებს, ხან კი ეგუებიან იმას, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

მაგრამ თუ შეეცდებით, ყოფილი ვნების დაბრუნება შესაძლებელია!!! 
და ყველაზე კარგათ ეს გამოუვათ ქალებს. ზუსტად მათ შეუძლიათ ურთიერთობების გამოცოცხლება, გრძნობების გაღვიძება.

რა ავნებს ყველაზე მეტად მეუღლეების ურთიერთობას? - გულგრილობა, ყოფიერების დამძიმება, ერთფეროვნება, დროის უქონლობა. მარადიული სიყვარული ვერ იარსებებს მუდმივი გაძლიერებების გარეშე მეუღლეების მხრიდან. იფანტაზიორეთ, გააოცეთ, შეიტანეთ ცხოვრებაში სასიამოვნო წვრილმანები. დასაწყისისთვის დაგეხმარებათ ისეთი დეტალები, როგორიცაა სურნელოვანი სანთლები, ეროტიული ჩაცმულობა, ბოთლი შამპანიური საწოლში - ორისთვის და ასე შემდეგ. დანარჩენი თვითონ მოიგონეთ!

რამოდენიმე წელი ერთად - და აი, ერთმანეთს აღიქვათ ერთმანეთის ფონად. ეს განსაკუთრებით ეხება მოსმენის უნარს, ძალიან ხშირედ ცოლ-ქმარი ერთმანეთს არ უსმენს. ერთმანეთის მოსმენა - ეს მნიშვნელოვანი საკითხია ხანგრძლივი სიყვარულისთვის.

რატომ ხდება ასე? გვეჩვენება, რომ იმდენად კარგად ვიცნობთ უკვე ერთმანეთს, რომ სიტყვები უკვე აღარ არის საჭირო, თითქოს ჩვენთვის ისედაც გასაგებია რისი თქმა უნდა მეუღლეს ან რას გულისხმობს. და ძალიან ვცდებით , ჩვენი შეხედულება შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს რეალურისგან, იმიტომ, რომ ჩვენ ვამატებთ იმ გრძნობებს და ემოციებს, რომლებსაც იმ წუთში ის შეიძლება სულაც არ გრძნობდეს. საუბარი კი გამოდის ”საკუთარ თავთან”. ჩვენ არ ველოდებით პასუხს, ჩვენივე კითხვაზე ”ვწინასწარმეტყველებთ” შესაძლო საქციელს და რეაქციაზე ადამიანების. ჩვენს მოლოდინს ზემოდან ედება ნაკვალევი, საკუთარი გამოცდილების, აღზრდის, სტერეოტიპის, საზოგადოების აზრის. ”თუ მის წინ წარვდგებით, დამლაგებლის უნიფორმით - რას იფიქრებს ჩემზე?” ”როგორი რეაქცია ექნება, თუკი შევთავაზებ გამოვცადოთ სიახლე - ინტიმ-მაღაზიიდან?” ”არ დააბრთხობს ჩემი ინიციატივა?”.

ეს ყველაფერი ეჭვია - შედეგი საკუთარ თავში რწმენის არ ქონის, რომლისგანაც სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეთ.

სასიყვარულო ურთიერთობებში უნდა შეგეძლოთ გაცემა. ზუსტად გაცემა! გასცეთ თქვენი მზრუნველობა, ყურადღება და სთბო. საკუთარი დრო და გრძნობები.
სიყვარულს ესაჭირეობა მოვლა და გათამამება. ცხოვრების გიჟური რითმი დამღუპველია გრძნობებისთვის, დაეხმარეთ მათ აღდგენაში. არც თქვენ ინანებთ, რადგეან ურთიერთობები დაგეხმარებათ გაუძლოთ ნებისმიერ წინააღმდეგობებს!


საქართველოს ერთიანი სოციო-ეკოლოგიური კავშირი
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 865 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]