.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 11 » დიალოგები სიყვარულზე...♥
14:59
დიალოგები სიყვარულზე...♥

- მამშვიდებს!
- იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს.
- ვიპოვნე.
- აბა რაა?
რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს?
- ლამაზია.
- მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ?
- ხელში მიჭირავს.
- მაჩვენე.
... გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა.
- ეს ხომ მიწაა?
- კი.
- ესეც გამშვიდებს?
- საოცრად.
- არ გეშინია?
- რისი?
- მიწისა და ცის?
- არა, არა.
- გეშინია რაიმესი მაინც?
- კი.
- რისი?
- რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ.
- მაინც გათხრიან.
- კი, მაინც.
- აბა რაღატომ გეშინია?
- გაწვალდებიან.
- კიდე რისი გეშინია?
- ცის.
- აბა, მამშვიდებსო?
- ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია.
- და რას ეუბნები?
- მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი.
- და ის?...
- მამშვიდებს... მსუბუქი ვარო.
- უცნაური ხარ და მტკივნეული.
- ვიცი.
- მტკენ.
- წადი თუ გინდა.
- აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ.
- მაშინ ნუ წუწუნებ.
- მაშინ ნუ მაშინებ.
- უბრალოდ მკითხე და გიპასუხე.
- ჰო?
- ჰო.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ჩანახატი | ნანახია: 1469 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]