.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან
17:38
დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან

დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან
და გამალებით არტყამენ ნაფაზებს...
მთვრალი ვარ...შენ ამბობ:დე, ჯერ პატარა ხარ...
(ჰაერში ფიქრებმა რვიანი დახაზეს).
გპირდები აღარ მოვწევ, დე , ხო, მეცოდები.
მოდი დავჯდეთ და ორივემ ვიტიროთ.
ხვალაც ამტკივდება ფიქრი შეცოდების,
შეძლებ, რომ გული ჩემს ნაცვლად იტკინო?
თვითონ აღარ მჯერა ჩემი მონდომების
და ისევ დავარტყამ ბოღმიან ნაფაზებს...
მოდი, დე, ჩემი ცხოვრების შეცდომები,
წითელი კალმებითუცრემლოდ გახაზე...
როგორ დავიღალე...შენ კი არ ივიწყებ,
მახსენებ: მაღალი მიზნები გჭირდება.
რა ქვია მას, ვინც ასჯერ დაიფიცებს
და ვერ შეასრულებს რასაც შეგპირდება?
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 871 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]