.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 16 » დეკემბრის ქარმა
01:47
დეკემბრის ქარმა

დეკემბრის ქარმა მთელი სამყარო
ხელისგულებზე გადაგიშალა...
სხვა ყველაფერიც _
რაც საიდუმლოდ
გადაგინახა გულში ნიჟარამ.
ჰო, ეს ნიჟარა ჩემი გულია,
შენ რომ კითხულობ
ახლა უჩუმრად
და ნუ იფიქრებ, დაკარგულია
დრო, რომელშიაც ცხოვრობ უჩემოდ.
ვტოვებ ნიჟარას,
ეს სიყვარულიც
აშვებულია, როგორც ულაყი,
ისე ლაღია და უნაპირო,
ქარი დაადგამს ალბათ უნაგირs..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 999 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]