.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » დაწყებითი ლოცვები
14:23
დაწყებითი ლოცვები


დაწყებითი ლოცვები

ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთათა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ. 
დიდება შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა! 
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის, და წმინდა მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო, სულნი ჩუენნი. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო, შეგვიწყალენ ჩუენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 
ყოვლად-წმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ. უფალო გვიხსენ და გვილხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩუენნი. წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათვის. 
უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ, უფალო შეგვიწყალენ. 
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კატეგორია: ♥რელიგია | ნანახია: 1323 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]