.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » დათო ტურაშვილი - "ჯინსების თაობა"
16:53
დათო ტურაშვილი - "ჯინსების თაობა"

"ჯინსების თაობა"დროსთან ერთად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. უცნაური ამბავი "თვითმფრინავის ბიჭებზე" ბევრ კითხვას ბადებს. 1983 წელს მომხდარი ყველაზე გახმაურებული და უცნაური ამბავი დიდი ხნის განმავლობაში ყველასთვის ბურუსით მოცული და დახურული იყო. ქართველ დაუმორჩილებელ და თავისუფლების წყურვილით შეპყრობილ ადამიანების ისტორია დღესაც აქტუალურია. მასზე არაერთი სპეკტაკლი იდგმევა იწერება წიგნები და ეძღვნება გადაცემები. ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ისტორია 80 წლების მიწურულს დაიწყო. ისტორია ყველაზე გაბედულ და თამამ ქართველ ახალგაზრდებზე, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და აშკარა პროტესტი მათ უსამართლო წყობის მიმართ გამოხატეს. ისინი ვერ შეეგუენ საბჭოთა კავშირის სასტიკ წყობას, მათ მკაცრ რეჯიმს..ამიტომაც გადაწყვიტეს ქვეყნიდან გაქცევა..თავისუფლების ჯინიმა და საბჭოთა ხელისუფლების სიძულვილმა ისინი ამ დონემდე მიიყვანა. გეგა კობახიძე, თინათი ფეტვიაშვილი, კახა და პაატა ივერიელები, გია ტაბიძე, დავით მიქაბერიძემ და მამა თეოდორე-იგივე თეიმურაზ ჩიხლაძე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ მიზნის განხორციელებისთვის..მათ იქირავეს ბინა სადაც ხშირად იკრიბებოდნენ და ქვეყნიდან თავისდახწევის გეგმაზე ერთად მუშაობდნენ..საბჭოთა საზღვრების გადალახვა იმ დროს მხოლოდ "რჩეულთა ხვედრი"იყო, ამიტომაც გაქცევის ერთადერთი და ყველაზე ხელსაყრელი გზა თვითმფრინავის "გატაცება"და თურქეთში ამ ხერხით გადასვლა იყო. ისინი სწორედ იქიდან ვარაუდობდნენ ამერიკაში წასვლას სადაც დახმარებას ელოდნენ.. გეგა კობახიძე"ვფიქრობდი რომ ჩასვლისთანავე იქ დიდ ყუადღებას მოგვაქცევდნენ, მე ხატვის კურსებზე ვივლიდი და გამოჩენილი მხატვარი გავხდებოდი, ხოლო ჩემი ცოლი კი მევიოლინე იქებოდა......" ყველაფერი კი სხვაგვარად მოხდა..გეგმა რომელიც შეიმუშავეს ვერ განხორციელდა. 

თვითმფრინავი "ტუ 134"საბედისწერო რეისი აღმოჩნდა მეოცნებე ახალგაზრდებისთვის..შეშინებულმა პილოტმა, რომელიც ერთ დღეში გაჭაღარავდა შეუმჩნევლად მოატრიალა თვითმფრინავი თბილისისკენ.. ის მიწაზე არც კი იყო დაშვებული როცა "კაგებემ"ცეცხლი გაუხსნა მათ .სროლის დროს მოკვდა 3 მგზავრი,ერთ-ერთი "გაქცევის ორგანიზატორი"იქვე მოკდა ხოლო მეორემ თავი მოიკლა.. გეგა კობახიძე თინა ფეტვიაშვილი, მამა თევდორე, კახა და პაატა ივერიელი დააკავეს და გაასამართლეს..სასამართლომ მსჯავრდებულებს უსასტიკესი განაჩენი გამოუტანა ეს ადამიანები საბჭოთა ეპოქის მკაცრი კრიტერიუმებით ასე შეაფასეს. ისინი მალევე დახვრიტეს,მხოლოდ ფეხმძიმე თინა "შეიწყალეს".მას 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და ციხის საკანშივე აბორტი გაუკეთეს.. სიკვდილით დასაჯეს ადამიანი რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არც ყოფილა..მამა თეოდორე მის თანამოაზრეებთან ერთად გაასამართლეს. იგი ახალგაზრდების გადარჩენის მიზნით მომხდარს საკუთარ თავს იბრალებდა და ყველაფერს მის თავზე იღებდა, თუმცა ამაოდ.... მათი საფლავების ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. საოცრად უიღბლოდ და ტრაგიკულად დამთავრდა ახალგაზრდა, მეოცნებე ადამიანთა ამბავი რომლებიც უნებლიედ "მკვლელები და ტერორისტები" აღმოჩნდნენ თუმცა მათი მიზანი სულ სხვა იყო.. არსებობს რამდენიმე ვერსია ერთ-ერთის თქმით ცხედრებს გოგირდმჯავა გადაასხეს. ეს ამბავი ტრაგიზმით, ზედმეტი რომანტიზმით, წარმოუდგენელი გამბედაობით არის სავსე..ბევრ ადამიანს არ შეეძლო ეპოვა საკუთარ თავში ძალა ამ ნაბიჯის გადასადმელად და ამით წინ აღდგომოდა "უძლეველ საბჭოთა კავშირს". ეს არის დოკუმენტური მასალა იმ ადამიანებზე რომლებიც ზოგისთვის ტერორისტები და ზოგისთვის კი გმირები არიან..ჩემთვის მართლაც ღირსეული და განსაკუთრებული ინდივიდები იყვნენ რომლებიც მხოლოდ ერთხელ იბადებიან და არავის გვანან..არ შეიძლება ტერორისტებს მივაწეროთ ისინი რადგან მათში uდიდესი ვაჟკაცობა და ძალა ჩანს...ისინი არ შეუშინდნენ სიკვდილს არამედ თამამად აღიარეს "დანაშაული". ხალხს აკვირვებდა მათი უჩვეულო სიმშვიდე და სიმტკიცე. მათ არ უნანიათ ჩადენილი საქციელი და პატიებაზეც უარი განაცხადეს რაც გეგა კობახიძის სიტყვებში ჩანს"ვერც ბოდიშს ვიტყვი და ვერც ვერაფერს..არამაქვს მე ამის უფლება, შეურეცყოფის მიყენება იქნება რომ მე ვითხოვო მაპატიე.." სწორედ ამიტომ ვერ მივაწერთ მათ ტერორისტებს..ისინი ელიტარული და ღირსეული ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები..თავად გეგა მსახიობი იყო. და როგორც ხშირად ხდება გამორჩეული ადამიანების ხვედრი ხშირად მძიმე და ტრაგიკულია,თუმცა მათი კვალი იშვიათად იშლება..
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1443 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]