.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს
19:19
დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს

დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემილამაზე ეს ავბედითი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა,ოღონდ ლურჯი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო,
ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,ოღონდ თეთრი არ დამიხატო.

მე აღარ მომწონს შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო,სადაფის ფერი?
თეთრი ზამთარი მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.

დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა, ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.

დახატე ქალი...საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვაროდ,დამცირებით,უმასკარადოდ,
ამ სამყაროში ყველაფერი შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1577 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]