.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » დახეული დედის წერილი
16:21
დახეული დედის წერილი

ქუჩაში ეგდო დახეული დედის წერილი,
ავიღე კრძალვით, საოცარი ვიგრძენი სევდა...
სულ ორიოდე სიტყვა იყო გადარჩენილი
,,არ გაცივდეო!.." _ შვილს წერდა დედა.
არ გაცივდეო!.. ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მასში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია...
ოხ, მე არ ძალმიძს არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.
მე ამ ლექსს ვარქმევ სიტყვებს, - ბედად გადარჩენილებს,
ვიდრე თვალებში ბოლო ბინდი არ ჩაგდგომიათ,
გემუდარებით, გაუფრთხილდით დედის წერილებს,
დედის სათუთ გულს გაუფრთხილდით... ის ღრმა ფიქრია..
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 954 | დაამატა: mika | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნ.კოლხი  
0
შემოგვლე! კარგია,მომწონხარ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]