.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 9 » და მიარღვევს ჭვავის ყანას...
12:39
და მიარღვევს ჭვავის ყანას...

AVT: რობერტ ბერნსი

სველი ჯენი, ეს საბრალო,
მშრალი ნეტავ როდისა გვყავს:
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
მიდის, მირბის, არ იღლება, 
არ დაგიდევს გზას და შარას,
მიწას დასთრევს ქვედაბოლო
და მიარღვევს ჭვავის ყანას!
იქნებ ნახოს გულისსწორი, 
ციცქნა ქალმა სოფლის პირას ,
იქნებ კოცნაც გამოსტყუოს,
ან ატირდეს სიმწრით დილას.
იქნებ ნახოს გულისვარდი
ციცქნა ქალმა სოფლის გარეთ,
დაეკონოს ტუჩზე ბიჭი...
ყველას უნდა ცოდნა, დახეთ.
თუკი ნახა გულისსწორი
ციცქნა ქალმა გზაზე,სადმე,
აკოცა თუ არ აკოცა,
ნეტა ვისი არის საქმე?!
ნანახია: 932 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]