.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 24 » ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი წყარო :❀❀❀ფ ე რ ი ა ❀❀❀
12:59
ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი წყარო :❀❀❀ფ ე რ ი ა ❀❀❀

ტაატით მიიზლაზნება დრო. დრო, რომელსაც უკან ვერაფრით დააბრუნებ... ათასგზის დაატრიალებ თვალწინ ქარბორბალასავით მშვენიერ წამებს, სულს აიფორიაქებ, მაგრამ ყველაფერს ულმობელი დღევანდელობა წაშლის, თვალს გაუსწორებ მწარე რეალობას და ამოიოხრებ. ეჰ... არის კი დრო ყველა ჭრილობის მკურნალი? დაჭრილი სულის წამალი? ვინ იცის...
ჩვენს შორის ისევ, დუმს - ყველა ქვა,ყოველი კენჭი. ნაცნობი გზების პარამეტრებს, სიზმრად ვამცირებ.. ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ რაღაცას მერჩი, მე კი, შევძელი, ჩემი წასვლით – გადაგარჩინე..
სიყვარულისთვის ეს ცხოვრება ისე ცოტაა, უშენოდ ფლანგვა ამ დღეების ალბათ ცოდვაა. თუ ეს ცხოვრება უშენობის წუთებს მპირდება, მაშინ იცოდე, ეს ცხოვრება აღარ მჭირდება...
არაფერი. . . მინდა აქ იყო. დარდი გაგიყო უშენობამ იცი, რა მიყო? ბევრი ვეძებე შენისთანა წლები გაფრინდა. . . გული ვერავინ შემიცვალა მოდი თავიდან. . .
დამემალე სადაც გინდა წადი ცხრა მთას იქით, თვალს დავხუჭავ ჰოდა ყველგან გამოგყვები ფიქრით. შენს ნაკვალევს ვეძებ ყველგან ნაბიჯ ნაბიჯ დავდევ ... წადი თუ გსურს სადაც გინდა ოღონდ გულში გყავდე...
არც ერთი ყლუპით, არც ერთი გროშით, არც ერთი ღერით, არც ღონითა და არცა ჭკუით _ ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!წყალნი წავლენ და...დარჩება ქვიშა, თქვენც დაიცლებით სავსე თასებო. ყველა არ ცხოვრობს, ვინც ქვეყნად იშვა. ზოგი ცხოვრობს და... ზოგი - არსებობს.
მე არ შევშინდი და შენ მოგანდე ჩემი ცხოვრების თეთრი ფურცლები მინდა მჯეროდეს რომ შენ შემოხვალ ჩემს ცხოვრებაში გაზაფხულებით, მაგრამ არ მინდა არ გიკარნახებ, მე ხომ მოგანდე ჩემი ფურცლები და შენს მუზაში არ ჩავერევი ჩემი სურვილით და ოცნებებით.
შენს მხრებს ამაფარე, მომდევენ ფიქრები, უფრო საიმედოდ ვერავინ დამმალავს. შენთან უსაფრთხოდ და დაცულად ვიქნები, მიხმე, ამარიდე ავ ფიქრთა ამალას.
თუ ვერ შესძელი სიყვარული ჩემნაირ ქალის, სანამდე წახვალ...მინდა, გულით შემოგევედრო: სხვასთან რომ მიხვალ, ნუ მიუტან მას ჩემს გვირილებს, შემოინახე გულში ჩემთვის...სულ ნუ ჩამაქრობ!


კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1014 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]