.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 13 » ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით
15:08
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით

ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ
გვეკოცნა ერთმანეთისთვის
და მხოლოდ თმებს ვქაჩავდით.
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით
იმისთვის, რომ გვეომა
და ერთმანეთს სათამაშო ავტომატებით ვხოცავდით.
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით
იმისთვის, რომ
დაგვენახა მიტოვებული ნაგავსაყრელი,
რომელშიც ვცხოვრობდით
და პატარები ვიყავით იმისთვის, რომ საკუთარი თავი გვეძებნა და მხოლოდ
დახუჭობანას ვთამაშობდით.
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 860 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]