.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
19:26
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,

ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 928 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]