.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს
16:28
ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს

ბაღში ვიჯექი სუსხიან საღამოს,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
ჩემს გულს კი გამთბობი არავინ არ ჰყავდა.
ვიჯექი მარტოკა, ვუცქერდი ბეღურებს,
მაგონდებოდა მე ჩემი ტრფობა,
უეცრად ღრუბლებმა პირი შეიკრეს
მოულოდნელად დაიწყო თოვა.
შევსცქერდი ბეღურებს და გულში ვნატრობდი
ნეტავი იყოს აქ ჩემი სატრფო,
ჩაფიქრებულმა მიმოვიხედე
მაგრამ მე ისევ ვიჯექი მარტო.
ისევ ვიჯექი მარტოკა სკამზე,
სიცივე გამჭოლი ძვალ-რბილში ატანდა,
ვხედავდი ბეღურა ბეღურას ათბობდა,
მე კი ამ ქვეყნად არავინ არ მყავდა!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 861 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]