.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » ამ წუთას სული წავართვი ეშმაკს
01:39
ამ წუთას სული წავართვი ეშმაკს

ვეღარ მივაბი სტრიქონი სტრიქონს, 
კვლავ შემაცივდა კალამი ხელში, 
გადაეცალა ფერები გრძნობებს 
და ჩაიძირა სამყარო ბნელში. 

მე ახლა სხვა ვარ, სხვა არის ღმერთიც, 
აღარ ვეგები ამ მიწას ფეხქვეშ, 
გახდა სამყარო სუფთა და წმინდა, 
ნუ იყურები ეშმაკო ქვეშ-ქვეშ. . . 

მინდა შეგშურდეს, აღარ ვარ მკვდარი, 
სული წაგართვი ამ წუთას ბებერს 
და ახლა ისე, როგორც არასდროს, 
მინდა ჩავხედო თვალებში შენს ერს. 

გადაუღლიხართ ამდენ სიყალბეს, 
დაგივიწყნიათ მცნებები ღმერთის, 
ნუთუ, არა გჭამთ შიგნიდან ბოღმა ?! 
ნუთუ, არ შეგრჩათ სიკეთე წვეთიც ?! 

შენ კი, ეშმაკო, გახსოვს ვინ იყავ, 
როცა პირველად ჩაგბერეს სული ?! 
ახლა ცოდვილნი ქვესკნელში მიგყავს, 
ამოგიჭრია კლანჭებით გული. 

ამპარტავნებამ დაგრია ხელი, 
გაუთამამდი შემოქმედ მამას, 
მე კი დღემდე მძაგს ადამიანი, 
სიამაყე რომ ავიწყებს ამაგს. . .
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 946 | დაამატა: anuca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]