.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 2 » ამ საწუთროში ქართველად მოველ
12:31
ამ საწუთროში ქართველად მოველ


ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 საქართველოა ჩემი ფესვები. 
ჩემში სისხლია წმინდა ქართული, 
სული უფალთან შენავედრები. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 საქართველოა ჩემი ტაძარი, 
ჩემი სისხლის და ხორცის საუფლო და ჩემი ძვლების ძვალთშესაფარი. 
ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 ჩემთვის წმინდაა სიტყვა ქართული,
 ჩემთვის წმინდაა მშობელი მიწის ყოველი გოჯი სისხლით დაცული.
 ამ საწუთროში ქართველად მოველ,
 მეფე დავითის მკერდს გადავდივარ,
 სადაც და როგორც არ უნდა ვიყო ხმამაღლა ვიტყვი 
რომ ქართველი ვარ
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 807 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]