.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 31 » ახალი წლის მობრძანებას შვებით ველით
21:41
ახალი წლის მობრძანებას შვებით ველით

ახალი წლის მობრძანებას შვებით ველით,
ლოცვით შორეთს გავაცილოთ წელი,ძველი,
უწმინდესო,თქვენ დაგვლოცეთ,შუბლნათელო,
არ გვენახოს საქართველო უქართველოდ!
ამ ახალ წელს დაგვაბედეთ სიხარული,
ძმამ ძმას ხელი ჩამოართვას სიყვარულით.
დედის თვალზე არ დიოდეს სევდის ცრემლი,
უფლის კარზე მოგვიმრავლეთ რწმენით მრევლი.
ჩვენც დაგვლოცე უწმინდესო,შორეთს მყოფნი,
ჩვენი ქვეყნის სიყვარულით ავადმყოფნი.
ემიგრანტებს დაგვილოცეთ ჩვენი წილი-
საქართველო,სანატრელი,ტკბილზე ტკბილი.
დაგვაბრუნეთ,აღარ გვინდა აქ დარჩენა,
დაგვილოცეთ ემიგრანტთა გადარჩენა.
დაგვილოცეთ სამშობლოსკენ გზა და კვალი,
კვლავ აგვინთეთ გულში რწმენა,ფერგამკრთალი.
სამშობლოდან შორს შევხვდებით ამ ახალ წელს,
ძველ წელს საგძლად გავაყოლებთ დარდსა და ცრემლს.
აქ ჩვენც გლოცავთ,დაესწარით მრავალ ახალს,
გვიყვარხართ და ყველა ვნატრობთ როდის გნახავთ.
იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ უწმინდესო,
უფლისაგან დალოცვილო,უდიდესო.
თქვენთან ერთად საქართველოს სულ წინ ევლოს,
გაუმრავლდეს ქართველები საქართველოს!
კატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 | ნანახია: 5551 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 4.3/18
სულ კომენტარები: 4
4 მარი  
0
magari leqsia, tvalze cremli momadga!

3 მაიკო  
0
ra kargi leqsia

2 ლიზი  
0
dzalian kargi leqsia

1 adjara  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]