.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ახალი ნოე.
17:09
ახალი ნოე.

ახალი ნოე.
წყალთა დენა თუ დაიწყო უკვე?!
სხვა რა ვიფიქრო ამ ცის მხილველმა.
ასე იქნება ბოლო წუთამდე,
ვგონებ გვანიშნა ვინმე ღვთის ხელმა.

ვით მამა საბას წმინდა ცრემლები,
მთელი სამყარო დაიფარება
და როგორც მაშინ დიდ წყალობისას,
ახალი ნოე გამოცხადდება.

ის გააშენებს საუფლო ვენახს
და წითელღვინოს შვილებთან შესვავს,
ის ვინც უფლის დღეს მხეცსს დააჩოქებს
და ჯოჯოხეთის უფსკრულში შესვავს.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 882 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]