.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 14 » ადრე თუ გვიან
16:39
ადრე თუ გვიან

ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა
სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან
ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:

ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 883 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]