.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 28 » * * * ნ.კოლხი
17:02
* * * ნ.კოლხი

რამდენი ღამე უნდა მეთია, 
რომ საოცარი მეთქვა ზღაპარი. 
რაც მოვახერხე,ზღვასში წვეთია, 
აფსუს!რამდენი ვერ მოვასწარი; 
მაგრამ როდესაც ღმერთი ინებებს 
და წასასვლელად გავემზადები_ 
ძილს დაუფრთხობენ სხვა უფლისწულებს 
ახალი დროის შეჰრაზადები 
და როცა მოვა სხვა გაზაფხული, 
აფეთქდებიან სულ სხვა ყლორტები_ 
მე მოვალ ისევ...სულგანაბული 
მე მათ ზღაპრებში განვმეორდები. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1036 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]