ოთხშაბათი, 18.12.2024, 04:43
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
11:24 ზამთარი ნ.კოლხი | |
თოვლით ამივსო გულის კუნჭული, თითქოს მდგმური ვარ საკუთარ სახლში_ ჩემივ სხეულში ვარ მიკუნჭული. თითქოს ზეცამაც ნირი იცვალა, უკვე არ მაფრქვევს მზეს და ხალისებს, თუნდ ვარსკვლავებიც მიყაროს ფეხქვეშ, იცის,ვერაფრით გამახალისებს. გადაიყოლეს ცივმა ქარებმა- ახლა ზამთარიც დამტოვებს მალე, ბევრი ვემალე მტანჯველ ტკივილებს, მაგრამ ვერა და ვერ დავემალე. მოვა მარტი და,ვიცი,ამამღვრევს და მომანდომებს ისევ ხეტიალს, მაგრამ სხეული აღარ აჰყვება... _სულო,ეგ უკვე მეტისმეტია! გთხოვ,ნუ მახსენებ,რასაც ვერ ვშველი, აბა,რას მარგებს შენი ბღავილი... წადი,დამტოვე ისე უჩუმრად, როგორც ამოდის თოვლქვეშ ყვავილი. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |