.

მთავარი » 2013 » იანვარი » 29 » ვუძღვნი იას მიშიკო ხალიჩაშვილი
11:09
ვუძღვნი იას მიშიკო ხალიჩაშვილი


ხსოვნას სულ ცოტა დრო აქვს, 
კედლებს მოედო ხავსი, 
ავ ქარს სურნელი მოაქვს, 
შენი სურნელის მსგავსი; 
ქარი კოპიტებს არხევს, 
გრძნობებს_გრიგალი ავი, 
მაინც მიარღვევს ტალღებს 
ჩემი ოცნების ნავი. 
შენი სურნელი თმების, 
ახლაც დანისლავს ლოდინს, 
სადღაც,გადაღმა მთების, 
დილა ფიქრივით მოდის. 
მე მოგაწიე გზაში 
ეს სიყვარული წმინდა, 
შენ მიმატოვე მაშინ 
და მთელი ღამე წვიმდა; 
დარდი ემოსა სერებს, 
შენ მონატრებას მიშლი 
და ცისარტყელას ფერებს 
გადააფარე ნისლი. 
ახლა იგლოვებს ქარიც, 
თუმცა არა მწამს ფიცი, 
თუმცა წახვედი,მაინც 
მომენატრები,ვიცი. 
ხსოვნას სულ ცოტა დრო აქვს, 
კედლებს მოედო ხავსი, 
ავ ქარს სურნელი მოაქვს, 
შენი სურნელის მსგავსი 

(დაამატა ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1538 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნონა  
0
სულშიჩამწვდომი,უნაზესი,უფაქიზესი გრძნობაა დახატული...განშორების ტკივილი...გმადლობ,მიშიკო,ასეთი ლამაზი ლექსისთვის.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]