ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:42
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:12 ,,ვისი სული გსურთ?” ნ.კოლხი | |
შექმნის,შენების, სადღაც,გეგუთთან ტრიალებს სული აღმაშენებლის; ნანგრევთა შორის ვით მისტერია ძველი ანტიკის_ წევს საიდუმლო ქარიშხლების და მეხთატეხის. ნარიყალასთან წუხს ისტორია_ ფერფლის და ღველფის და სადღაც იქვე ტრიალებს სული ერეკლე მეფის... წუხს ისტორია, დუღს ისტორია, ისტორია ქუხს... დრო კი არ ითმენს_ გორგასლის და ცოტნეს სული გვსურს... წუხს ისტორია, მოთმინებით ელის მედიუმს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |