შაბათი, 23.11.2024, 14:25
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:24 უცნობი ქალი ფანჯარასთან(ჩანახატი) ნ.კოლხი | |
ეს ქალი ახლა რაღაცას ფიქრობს, ახლა ეს ქალი სადღაც შორს არის, ისე ჩაჰკვრია ამ რკინის რიკულს, თითქოსდა, რკინა იყოს ცოცხალი; ხმაურობს ქუჩა და ქუჩის ხმაურს ყურს უგდებს,როგორც ორღანის ქვითინს, სულს კი,მთრთოლვარეს და არაქაურს, რაღაც სწყურია და სადღაც მიდის. ქარი აწვალებს ნაცრისფერ კაბას და სადღაც შორს,შორს გაურ]ის მზერა, იქ სიყვარული ანდა სულს ღაფავს, ანდა ცოცხლობდა და ცოცხლობს ჯერაც; მე ვიცი,რისთვის მიიწევს ცადა, ვიცი,სარკმელთან ასე რად იცდის... რას არ მივცემდი,კვლავ განმეცადა, რასაც ის ქალი ახლა განიცდის. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |