.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ,,ukvdaveba.do.am" ნ.კოლხი
15:40
,,ukvdaveba.do.am" ნ.კოლხი


ვუძღვნი სიყვარულისა და პოეზიის პორტალის 
ყველა ავტორსა და მკითხველს 

ჯერ იყო სიტყვა, 
ამ სიტყვიდან იშვა სამყარო, 
შეიქმნა,რასაც ჩვენ სიცოცხლეს 
ვეძახით ახლა, 
პოეზია კი_სიტყვებიდან ქმნილი მუსიკა, 
მთელს ჩვენს ცხოვრებას, 
ჭირსა და ლხინს 
მცველივით ახლავს. 

მხოლოდ სიტყვებით ამოშანთავ 
გულში ჩაკირულ 
სიყვარულის და სინანულის 
მტანჯველ იარებს, 
და დამიჯერე,თუ შეძლებ და 
გზას მისცემ სათქმელს, 
შენს სულის ნაწილს 
უკვდავება გაიზიარებს. 

მიდი,აქციე გრძნობა_სიტყვად, 
სიტყვა_მუსიკად, 
ნუღარ დატოვებ უკუნეთში 
შენს ლამაზ ფიქრებს, 
თორემ, ვინ იცის,რას გვიმზადებს 
ჟამი პირქუში, 
დღეს მოასწარი...ხვალ,ვინ იცის, 
არც ვიქნეთ იქნებ! 

უზენაესი სიყვარული 
ღმერთია თავად 
და რადგან შეგქმნა 
შენც ხატად და მსგავსად თავისა, 
ქალი ხარ?_იყავ მარად მუზა 
ერთი რაინდის, 
კაცი ხარ? 
გწვავდეს სიყვარული 
ერთი ქალისა. 

გიყვარდეს შენი საქართველო, 
ეს ცა და მიწა, 
გიყვარდეს ღმერთი 
და მის მცნებებს ნუღარ უარყოფ... 
მერე აქციე სიყვარული 
სიტყვის მუსიკად, 
მხოლოდ ამგვარად სძლევ სიკვდილს და 
შენს სულს უკვდავყოფ. 

ჰოდა...იჩქარე,ისეც სწრაფად 
გადის ცხოვრება, 
დროს გამოსტაცე,ნუ გაატან 
შენს ლამაზ ფიქრებს, 
აასხი ლექსზე,როგორც მძივზე, 
წუთი და წამი, 
ოღონდ იჩქარე... 
ხვალ...ვინ იცის, 
არც ვიქნეთ იქნებ! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1101 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]