.

მთავარი » 2013 » იანვარი » 19 » ცის სიყვარული ნ.კოლხი
12:03
ცის სიყვარული ნ.კოლხი

თავაწყვეტილი თარეშობს ქარი,
გაძარცვულ ტოტებს თამამად უტევს,
სადღაც მიიწევს ხეების ჯარი,
თითქოს მიწიდან გაფრენა სურდეს;
მაგრამ ყინვისგან დამზრალ რტოებში
მაცოცხლებელი ჩამდგარა წვენი,
უცებ მოსკდება აპრილის თქეში,
აყვავდებიან აპრილში ხენი.
ხომ კვირტებშია ამ მიწის ძალა,
ხომ კვირტებშია ამ მიწის ვნება...
და ლტოლვის ნაცვლად და სრბოლის ნაცვლად,
მხოლოდ რტოების ნამსხვრევი რჩება.
ჩვეენც ხეებს ვგავართ, მთელი ცხოვრება
ცისა და მიწის მიჯნაზე მდგომნი,
ცას ველტვით,მიწა გვევიწროება
და ისევ მიწას ჩავყურებთ ნდომით.
ხომ ნდომაშია ამ მიწის ვნება,
ხომ ნდომაშია ამ მიწის ძალა...
და თუ მიწამ ცას არ დაგვანება,_
ცის სიყვარული რაღად გვასწავლა?!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1006 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]