შაბათი, 23.11.2024, 13:57
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
12:47 წუთისოფელი ნ.კოლხი | |
ვარდისფერ ნისლს ჰგავს წუთისოფელი, ერთხანს ნეტარი გზებით გატარებს, რაღაც საოცარ ნექტარით გავსებს, გულს მწუხარებას არ მოგაკარებს; და ვარდისფერი ზმანებით მთვრალი გულდაგულ ჩქმალავ მტანჯველ იარებს, ასე გგონია, შენმა ფეხებმა ვარდის ფურცლებზე გადაიარეს; მაგრა ოცნებას ვინც ადრე იწყებს, აუცილებლად ამთავრებს ადრე, გაიცრიცება თანდათან ბინდი და აზიდავენ ძეცისკნ ფარდებს; სულს შეგიშფოთებს სიცარიელე, ხელში შეგრჩება ეკლების კონა და აღმოჩნდება ტალახი მხოლოდ- ვარდის ფურცლები შენ რომ გეგონა. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |