.

მთავარი » 2013 » იანვარი » 21 » თოვლში ჩაკარგულან ბილიკები ნ.კოლხი
17:30
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები ნ.კოლხი

თოვლში ჩაკარგულან ბილიკები, 
ღამე,უსასრულო, გაილია,
შენს სულში აღარც შელლია და
აღარც ნოვალისის ყვავილია;
შორს დარჩა ლაღი პასტორალი,
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
ახლა ლურჯ მინანქრებს ვეღარ ითვლი,
ახლა მათ იმედზე ვერ იქნები.
ირგვლივ თოვლია და თებერვალი,
ცხოვრება უკვე ჩავლილია,
ახლა დილაბნელზე აღარ დგები_
ყველა საზრუნავი დაილია.
გული გაყინული ლეშია და
სული გათოშილი სამარეა,
ყველა,ვინც გიყვარდა,რაც გიყვარდა,_
ახლა უძღებ მიწას აბარია.
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
შურის თვალით უმზერ არე-მარეს,
ნერვებს-დახლეჩილს და გაშიშვლებულს,
თოვლიც კი ვეღარ მიაყარე.
ღამე,უსასრულო,გაილია,
თოვლში ჩაკარგულან ბილიკები,
ეს გზა ახლა არსად აღარ მიდის,
ახლა სამუდამოდ შინ იქნები.

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 973 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]