კვირა, 24.11.2024, 16:17
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:36 თოვდა... ნ.კოლხი | |
თოვდა და თოვლის ფიფქები ციდან მოფარფატებდნენ როგორც მტრედები, ნაფეხურები ქარგავდა ქუჩას, როგორც თეთრ საყდარს ორნამენტები. ვიდექ თოვაში თვალდახუჭული, მხრებზე მეყარა ფანტელთა მძივი და წამწამებზე დნებოდა თოვლი, ასე მსუბუქი და ასე ცივი. ცვიოდა თოვლი ჩუმი შრიალით თითქოს მესმოდა ნაცნობი სუნთქვა, თითქოს მიხმობდა ჩემი ბავშვობა, თოვლის ფიფქივით ნაზი და სუფთა. ვიდექი ცისკენ ხელებგაწვდილი, დაღლილი ფიქრით,დაღლილი ლოცვით, სადღაც იწვოდა უხმოდ სანთელი, და თოვლქვეშ იწვა სამარის ბორცვი. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |