ხუთშაბათი, 21.11.2024, 17:58
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
14:53 სტატუსები მეგობრობაზე | |
❀ მეგობარი - ეს არის ერთი სული ორ სხეულში.. ❀ ზოგი ამბობს,ბევრი მეგობარი მყავსო,არადა სიტყვა დაქალობას და მეგობრობას ვერ არჩევს ერთმანეთისგან .. :| ❀ თუ შენ იცოცხლებ 100 წელს,მე მინდა ვიცოცხლო 100 წელს მინუს 1 დღე,იმიტომ რომ არ მომიწიოს შენს გარეშე სიცოცხლე.. ❀ ნამდვილი მეგობარი ისაა,ვინც მობრუნდება შენსკენ,როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ.. ❀ მეგობრობა ჯანმრთელობას გავს:შენ იშვიათად აქცევ მას ყურადღებას,სანამ არ დაკარგავ. ❀ ყველას ესმის რასაც ამბობ,ყველა გისმენს როცა ლაპარაკობ..ნამდვილ მეგობრებს კი ესმით რატომ დუმხარ.. ❀ თუ ყველა ჩემი მეგობარი გადახტება ხიდიდან,იმის მაგივრად რომ მეც გადავხტე,ხიდის ქვეშ დავდგები და მათ დავიჭერ.. ❀ ჩემს წინ ნუ წახვალ,შეიძლება მე ვერ გამოგყვე უკან,უკან ნუ დამიდგები,შეიძლება მე ვერ გავხდე წინამძღვარი..იარე ჩემს გვერდით და იყავი ჩემი მეგობარი.. ❀ მეგობარი ის არის,ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ,როცა სიტყვები გავიწყდება.. ❀ ცუდი მეგობარი არ არსებობს,იგი შენს ჩრდილს გავს,რომელიც მზიან ამინდში სულ თან დაგყვება,ღრუბლიანში კი ვერსად იპოვი.. ❀ თუ მეგობარი არ გეყოლება,იგულე თავი ცივ სამარეში,უმეგობრობა ისე ძნელია,როგორც გაბმული ჩიტი მახეში.. ❀ მეგობარი-ეს არის ჩვენი ცხოვრების მანძილზე შეძენილი ყველაზე დიდი განძი,რომელსაც ვერ შეცვლის ვერანაირი შენაძენი.. ❀ ჩვენ ადამიანები ვართ და ადამიანს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანი,რომელიც გვერდში ამოუდგება,ამიტომ ბედნიერია ის,ვისაც ცხოვრებაში ნამდვილი მეგობარი უპოვნია.. ❀ ვინც მეგობრობას გაგიწევს,მისი მოვალე ხარ,ვალი კი მეგობრობაში არ იწონება და არ ფასდება..მეგობრობა შეუფასებელია რადგან ვერანაირად ვერ გაზომავ მის ღირებულებას.. ❀ როცა გყავს მეგობრები,არ აქვს მნიშვნელობა ისინი შენგან შორს არიან თუ ახლოს..ცოცხლები თუ მკვდრები,არც იმას აქვს მნიშვნელობა თითონ სად წახვალ,ყოველთვის შეგიძლია ისინი თან ატარო..შენი გულით.. ❀ მეგობრობა – ერთმანეთის დაუსრულებელი აღიარება მგონია. მსგავსად სიყვარულისა, მისთვის ერთი სიტყვაც, ერთი შეხებაც კმარა. განშორება კი დანაკარგია, რომლის მერეც სინანულის ყრუ ტკივილი დაგყვება უკან ❀ მეგობარს არად უღირთ გამარჯვება, შენ თუ დამარცხდები ❀ მეგობარს ვერასდროს ვერავინ შეცვლის ❀ მეგობარი არის ის ადამიანი, სადაც არ გეშინია იყო ის, ვინც ხარ ❀ როცა თავს სულელად წარმოაჩენ, ნამდვილი მეგობარი ყოველთვის მიხვდება, რომ ეს შენი ჭეშმარიტი სახე არაა ❀ ნამდვილი მეგობარი ყოველთვის შენი მეგობარი იქნება და არა მხოლოდ ლხენისას, არამედ გაჭირვებასიც ❀ მარტოობა ყველაზე ძნელი მაშინაა, როცა გულწრფელ მეგობარს ხარ მოკლებუ ❀ მეგობარი სწორედ მაშინ გიდგება გვერდში, როცა თითქოს მთელი სამყარო ზურგს გაქცევს ❀ მეგობარი არის ადამიანი, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ ❀ შენი მეგობრები შენი სიმდიდრეა, შენი მარგალიტი, ოქრო და ბრილიანტი ❀ როცა რაღაც სიგიჟემდე გიხარია, ვისთან გარბიხარ და ვის უზიარებ შენს სიხარულს? ❀ როცა შეცდომას უშვებ და ხრამთან დგახარ გაუთვალისწინებლად, ვინ მოდის და ვინ გიწვდის დახმარების ხელს?მეგობარი არასოდეს გეტყვის „ხომ გეუბნებოდი" მაშინაც კი, როცა მართლა გეუბნებოდა ❀ მეგობრებს ისე მოექეცი, როგორც საკუთარ ნახატებს და თითოეულს შესაფერისი განათება მოუძებნე ❀ ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა ❀ მეგობრობას ხან დიდი ხნის ნაცნობობა ბადებს, ხან კი- სულ ერთი ღიმილი. მასზე ძვირფასი განძი არც არსებობს- სიყვარულს თუ არ ჩავთვლით და სიყვარულიც მაშინაა ნაღდი, თუ მეგობრობა უდევს საფუძვლად ❀ მეგობრობა ურთულესი რამაა ასახსნელად: ის არც სკოლის საგანია და კერძოდაც ვერავისთან ისწავლი, არადა- მეგობრობის აზრი თუ არ იცი ჩათვალე, რომ ვერაფერი გისწავლია. ❀ მეგობარი ეს არის ის პიროვნება, რომელთანაც შეგიძლია თქვა რაც გინდა და არა ყველაფერი. იმისთვის, რომ დარწმუნდე ენდო თუ არა ბოლომდე უნდა იცნობდე დიდი ხანი და გამოსცადო გაგყიდის თუ არა ❀ ო, რა შვებაა, ენით უთქნელი შვება მის გვერდით ყოფნა, ვისთანაც ასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა არ გჭირდება; როცა ენაზე მომდგარ სიტყვას, საფიქრალს მას მიანდობ, ვინც სანდო ყურით გისმენს და სათნო ხელით ცრის: რაც ყურადღების ღირსი იყო, იმას იტოვებს, ფუჭი სიტყვების ანაცერს კი სიყვარულით სულს შეუბერავს და ქარს გაატანს ❀ ჭეშმარიტი ბედნიერება მეგობრების რაოდენობაში კი არაა, არამედ მათ სწორად შერჩევაში ❀ მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია, როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია. ეს ბუნების წესია - გყავდეს მეგობარი და გადარჩე ❀ მეგობარი არის ის ვისაც ესმის შენი სულის მუსიკა და გეხმარება მაშინ, როდესაც ნოტები გავიწყდება | |
|
სულ კომენტარები: 0 | |