ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:31
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
11:50 სიცოცხლე გაბედე ნ.კოლხი | |
ყინული არ იძვრის დამზრალი სულიდან, არც არას ელოდი იმ შემოდგომიდან, არც არას მოელი ამ გაზაფხულიდან. თენდება.ღამდება.დღე ყველა ახალი ცინიკურ ნიღაბს და სამსალას გაჩეჩებს და მაინც გულდა გულ კვლავ ფურცლავ კალენდარს, და ითვლი წლებს,წუთებს,აგროვებ თარიღებს; და მაინცირჯები_მიდიხარ,მოდიხარ, თვალს აწვდენ ეკვატორს, გრძედებს თუ განედებს... ამ ქვეყნად სიკვდილზე იოლი რა არის? მოდი,თუ გულს გერჩის,სიცოცხლე გაბედე! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |