.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » შავ წყვდიადში ჩაძირული
18:51
შავ წყვდიადში ჩაძირული

შავ წყვდიადში ჩაძირული
ღამე აღარ თენდება..
ანძის ტანზედ მოელვარე
შუქიც თითქოს ჩერდება..
ქარიც არ ქრის ემალება 
ზამთრის ყინვას, არ ჩნდება

ძილ-ბურანში გახვეული
გოგოც ფიქრებს ედება..
ახსენდება სიყვარული,
მოფერებაც, ალერსიც,
თვალწინ უდგას ის ცოდვებიც
გულში დაღად ნაბეჭდიც

მთვარის შუქზე დ ელანდება
ბედნიერი წუთები..
თბილი ხელით მოიწმინდა
დაცრემლილი ტუჩები

კარგად იცის რომ ცრემლები
ტკივილია სულის..
ის რომ ერთხელ იბადება 
მხოლოდ სიყვარული..

დროს კვლავ ბევრჯერ გაეჯიბრა,
შეაჩერა წამიც..
ბევრი ფიქრით გაბრუებულს
დაეხუჭა თვალიც...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 996 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]