.

მთავარი » 2013 » იანვარი » 11 » ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
18:01
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი

სიყვარულია ქვის ჩუქურთმა, ყინწვისის ფრესკა,
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებს რეკავდა,
სიყვარულია 1001 ღამის ზღაპარი,
ჩვენს გულში მარად დანთებული სულის ლამპარი.
სიყვარულია გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება,
სულს შეახებ და არასოდეს განმეორდება,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია,
უნდა შესწირო ყველაფერი რაც გაგაჩნია,
სიყვარულისთვის თავი დადეს ძველმან კახელმან,
სიყვარულისთვის არსაკიძეს მოჭრეს მარჯვენა,
სიყვარულისთვის გადაფრინდა კლდიდან შორენა,
ძნელია როცა შენს სიყვარულს ვიღაც შორდება,
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე,
სიყვარულისთვის სასთუმალთან რაღაც გვაღვიძებს,
სიყვარულია თამარი რომ დარდობდა მარად,
სიყვარულს შოთაც შეეცადა და ვერ დამალა.
მე სიცოცხლეში უსიყვარულოდ არ მინდა წამი,
რადგან ჩემს კუბოს სამუდამოდ დაადნობს ნამი.

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1079 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]