შაბათი, 23.11.2024, 13:15
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:36 ოცნებაზე შორს (კონკურსანტი) | |
ახლა:შენამდე ისე შორია,რომ იმედები დარდს გაჰყოლიან ახლა:ძვირფასო ეს სიმფონია,გულს მოსდებია ეიფორიად ახლა:ტკივილით სული დაღლილი,მრუში ოცნების დარდს აჰყოლია ახლა:რომეო თავს აღარ იკლავს,ახლა ჯულიეტა სხვას გაჰყოლია... ახლა:ვარდები რა მარონია,ახლა მარტონის ჯღერს მელოდია ახლა:სიყალბის მკაცრი აჩრდილი,სიკეთის ნიღბით დგამს პანტომიმას ახლა:ვივალდიც სევდით დაღლილი,მხოლოდ ზამთარს თხზავს ერთ სიმფონიას ახლა:რემბრანდის სარკის აცრდილში,სახის მაგიერ ნატურმორტია ახლა:პაგანინს ვიოლინოზე,არცერთი სიმი არ აწყდომია ახლა:გამქრალა ყველა ლამაზი.ახლა მახინჯი წერს მელოდიას ახლა:შენამდე ისე შორია, რომ ოცნებები ძირს დამხობილან ახლა:ლოდინი დროში დაღლილი,ხვდება დასცინის ბედს ირონია ახლა:მათხოვრის ხელი გაწვდილი,მხოლოდ იმედად ღმერთს მინდობია ახლა:სიცივით გული გავსილი,მოდად მოსული დროს სიმბოლია ახლა:ეს გულიც ძლიერ დაღლილი,ლექსის რითმების ქარს აჰყოლია ახლა:ხომ გრძნობა ფულსი გაცვლილი,ჩემი ლექსების ღრმა აკორდია ახლა:ღირსება ლაფში გასვრილი:ქათინაურებს ძირს დამხობიან..ზ.ბ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |